Posted by: gaybatumi | May 17, 2012

გიორგი ტუღუში: დემოკრატიისთვის საჭიროა ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვა


სახალხო დამცველი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„17 მაისს მთელი მსოფლიო ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1990 წლის 17 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას უკავშირდება.

ტერმინი “ჰომოფობია” ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში განმარტებულია, როგორც „წინასწარგანწყობაზე დაფუძნებული ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის”. ჰომოფობიის აღნიშნული განმარტება და ამ მოვლენის რასიზმთან, ქსენოფობიასთან, ანტისემიტიზმთან და სექსიზმთან გათანაბრება ნათლად მიგვანიშნებს, თუ რაოდენ აუცილებელია ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი აღმოფხვრა.

ადამიანის უფლებების განვითარების კუთხით არსებული პროგრესის მიუხედავად, ჰომოფობია მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება და სამწუხაროდ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი ადამიანების მიმართ ხშირია. ჰომოფობიური გამონათქვამები თუ სხვაგვარი ქმედებები კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს ხშირად შეურაცხყოფს და საზოგადოებაში სტერეოტიპების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

თანასწორობა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს წამყვანი ღირებულებაა და ყველა ინსტიტუტის საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპს უნდა წარმოადგენდეს. ტოლერანტული ღირებულებების განვითარება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, მაშინ, როდესაც ჰომოფობია სოციალურ ჯგუფთა შორის უთანხმოებასა და დაპირისპირებას იწვევს. თითოეულ ჩვენთაგანს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ აუცილებელია თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების პატივისცემა და მიღება.

მიმაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკოსებისთვის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის უმნიშვნელოვანესი უნდა გახდეს ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, მათ შორის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი ადამიანების უფლებებით და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიული და ლიბერალური განვითარება.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც თავისუფალი იქნება ნიებისმიერი სახის სიძულვილისგან და სადაც ყველა თანასწორი იქნება განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა,“- ნათქვამია განცხადებაში.

Advertisements

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: