Posted by: gaybatumi | May 18, 2012

LGBT მოძრაობა – მეორე რაუნდი


პარლამენტის შენობის წინ 18 აპრილს საღამოს 6 საათისთვის ლგბტ მოძრაობის აქტივისტები, მათი მხარდამჭერები და მეგობრები შეიკრიბნენ, რათა გაეპროტესტებინათ 17 მაისს მომხდარი ინციდენტი, როდესაც აგრესიულად განწყობილმა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებმა, სასულიერო პირებმა და მათმა მომხრეებმა გზა გადაუღობეს რუსთაველის გამზირისკენ მიმავალ ლგბტ აქტივისტებს, რომლებიც ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ.

დღევანდელმა აქციამ პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანად ჩაიარა. აქციაზე ასამდე მონაწილე შეიკრიბა, რომლებიც ჰომოფობიის საწინააღმდეგო პლაკატებით და ლგბტ დროშებით ხელში მდუმარედ გმობდნენ 17 მაის მომხდარ ინციდენტს და თავდასხმას გეი–აქტივისტებზე. აქციამ მასმედიის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ყურადღებაც დაიმსახურა, რადგან ჟურნალისტები რაოდენობრივად აქციის მონაწილეებს არ ჩამოუვარდებოდნენ. აქციაზე ასევე მივიდნენ ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩები, რომლებიც აქციის დასრულებამდე რუსთაველის გამზირზე დარჩნენ.

აქციაზე ასევე მივიდნენ ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩები, რომლებიც აქციის დასრულებამდე რუსთაველის გამზირზე დარჩნენ.

Advertisements

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: