“გეიბათუმი” ხშირად სთავაზობს თავის მომხმარებელს საინტერესო და სასიხარულო სიახლეებს.
რამდენიმე დღეა, ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველ ლგბტ წყვილებს უკვე შეუძლიათ დაქორწინდნენ და ქორწინების სერთიფიქატს, რომელსაც ისინი მიიღებენ სრული იურიდიული ძალა ექნება მთელს ცივილურ სამყაროში! ქორწინების პაკეტში შედის ფოტოგრაფის მომსახურება, ცერემონიალის ორგანიზება და სხვა წვრილმანები. პროცედურას დაახლოებით 1 თვე სჭირდება და სასურველია განაცხადი მინიმუმ 2 თვით ადრე შემოიტანოთ.
მომსახურებას მალე მიიღებენ ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრებიც. თუმცა, კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია.
ამ დროისთვის ჩაწერა ხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ახლო მომავალში ამუშავდება ფეისბუქ გვერდიც, საიდანაც უფო მარტივად მოახერხებთ მიიღოთ სრული ინფორმაცია, გაესაუბროთ კონსულტანტს და კარგად დაგეგმოთ თქვენი ცხოვრების ულამაზესი დღე!
საქართველოს LGBT ID ბარათის მფლობელთათვის გათვალისწინებულია 20%-იანი ფასდაკლება მომსახურებაზე.
Leave a Reply